ნამახვანჰესი

თურქეთის ელჩი: არ დავუშვებთ, ნამახვანჰესის მოვლენები თურქი ინვესტორების განწყობაზე აისახოს

ვერ ვიტყვი, რომ გავლენას ახდენს, ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ნამახვანჰესის მოვლენები გავლენას ახდენდეს თურქი ინვესტორების განწყობაზე, ეს არ არის მხოლოდ თურქული ინვესტიცია, ეს, ზოგადად, ენერგოსექტორში ინვესტიციების ჩარჩოა, რაც დაკავშირებულია საქართველოს ენერგოუსაფრთხოებასთან, ასე რომ, რაც უფრო მეტად სურთ ცალკეულ წრეებს ამ პროექტით მანიპულირება და მისი გამოყენება, რათა ქართულ-თურქული ურთიერთობების საბოტაჟი გამოიწვიონ, ვფიქრობ, ამას ისინი ვერ მოახერხებენ, მათ ეს ვერ უნდა შეძლონ.

მაშინ, როდესაც ამ საკითხზე საუბარი მიმდინარეობს, სხვა თურქი ინვესტორები მაინც ჩამოდიან, ესაუბრებიან მთავრობას, პარტნიორებს, ცხოვრება გრძელდება, თუმცა დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ მოგვარდება ეს კონფლიქტი. ძალიან ნათლად ვამბობ, რომ ეს პროექტი არის საქართველოსთვის და საქართველოს მიერ.

საქართველოში თურქეთის ელჩი, ფატმა ჯერენ იაზგანი, ნამახვანჰესის შესახებ.

კომენტარები