საქართველოში კორონავირუსით კიდევ 12 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლინდა 311 ახალი შემთხვევა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 10 442 ტესტი. გამოჯანმრთელდა 936 პაციენტი.
დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.98%-ია, ბოლო 14 დღის – 2.61%, ხოლო 7 დღის – 2.30%.
311 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 192 შემთხვევა, აჭარა – 34, იმერეთი – 13, ქვემო ქართლი – 26, შიდა ქართლი – 6, გურია – 0, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 23, კახეთი – 12, მცხეთა-მთიანეთი – 2, სამცხე-ჯავახეთი – 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით სულ დაინფიცირდა 354 276 ადამიანი. მათგან გამოჯანმრთელდა 340 328 და გარდაიცვალა 5 060.