ოკუპირებული ცხინვალი

ოკუპირებულ ცხინვალში "რუსეთის დღეს" აღნიშნავენ

SPUTNIK

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობა რუსეთის დღეს აღნიშნავს. ე.წ. პრეზიდენტმა ბიბილოვმა ამ დღეს სამხრეთ ოსეთის სახალხო დღესასწაული უწოდა და ვლადიმირ პუტინსაც მიულოცა. 

ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის დღეს 12-14 ივნისს აღნიშნავენ.  მანქანებით მსვლელობა გაიმართა რუსეთისა და საოკუპაციო რეჟიმის დროშებით. გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები, რაც დაკავშირებულია რუსი მაღალჩინოსნების ვიზიტთან. 

რუსეთის დღე 1990 წლიდან აღინიშნება.  2002 წლამდე მას რუსეთის დამოუკიდებლობის დღე ერქვა. 

 

კომენტარები