სამშენებლო ამნისტია

დავითულიანი: სამშენებლო ამნისტიას ვუკეთებთ მოქალაქეების ქონებას და არა დეველოპერებს

ამნისტია ეხება მშენებლობებს, რომლებსაც აქვს დარღვევები, ოღონდ ეს დარღვევები არ ახდენს ზეგავლენას მის უსაფრთხოებასა და მდგრადობაზე, მშენებლობებს, რომელსაც შემდეგ ინდივიდუალურად განხილავს სპეციალური ჯგუფი, თუ რამდენად აკმაყოფილებს კრიტერიუმებს და შეიძლება ეპატიოს თუ არა. არ ეხება შენობებს ისტორიულ არეალში, არც იმაზეა საუბარი სერიოზული, თითქოს ვიღაცას ამნისტიას ვუკეთებთ იმიტომ, რომ რაღაცები "გავუპრავოთ", ბოდიში, რა, ბავშვები ხომ არ ვართ, ვინმეს რამის "გაპრავება" რომ ნდომოდა, რამენაირად ნებართვასაც მივცემდით და "გაპრავება" არ დასჭირდებოდა.

ქალაქი არის მოქალაქეების სახე და, სამწუხაროდ, დღეს ჩვენ მართლა ცუდი სახე გვაქვს, მაგრამ ვერ გავექცევით მოცემულობას, დეველოპერები ყიდიან ამ სახლებს და მერე ისე გადიან, რომ ეს რჩება მოქალაქეების პრობლემად. დეველოპერს საერთოდ აღარ აინტერესებს, ექსპლუატაციაში იმ სახლს მივიღებთ თუ არა, შესაბამისად, ეს არის მოქალაქეების პრობლემა და არა დეველოპერების, ჩვენ ახლა ამნისტიას ვუკეთებთ მოქალაქეების ქონებას და არა დეველოპერებისას, რადგან 99%-ში დეველოპერი ანებებს თავს ამ მშენებლობას, უტოვებს მოქალაქეებს და ეს მოქალაქეები სრულფასოვნად ვეღარ განკარგავენ, ეს არის მოცემულობა და ხო არ მოვატყუებთ ხალხს?

[...] ექსპლუატაციაში შეყვანის ნაწილს რაც შეეხება, პირდაპირ გეუბნებით, აბსოლუტურად ყველას გაყიდული აქვს ეს სახლები, დეველოპერები არიან გამქრალები, საერთოდ აღარ აინტერესებთ და პასუხისმგებლობას ვერ გრძნობენ და ჩვენ მოქალაქეებს ვუკეთებთ რეალურად ამ ამნისტიას, ისტორიულ არეალში და უნებართვო მშენებლობებს ეს არ შეეხება. 

[...] გვინდა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულად ვაქციოთ მშენებლობის მიტოვება.

ქართული ოცნების ერთ-ერთი წევრი, ბექა დავითულიანი, სამშენებლო ამნისტიის კანონპროექტზე, რომლის ფარგლებშიც, ამნისტირებული იქნება ის შენობები, რომელიც თავის დროზე გარკვეული დარღვევებით აშენდა, მაგრამ აკმაყოფილებენ უსაფრთხოების ელემენტარულ პირობებს. ამ საცხოვრებელი ფართების დარეგისტრირება თბილისის 10 000-მდე მოქალაქეს შეეძლება.

კომენტარები