ლიტვა-საქართველო

გიტანას ნაუსედა: ლიტვა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციას არ აღიარებს

პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ლიტვა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციას არ აღიარებს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმის ხილვა, თუ როგორ ცხოვრობენ აქ [საოკუპაციო ხაზთან] ადამიანები, როგორია სიტუაცია და ჰუმანიტარული პირობები. სამწუხაროდ, მე ვხედავ ჩამოშლილ ცხოვრებას, რომელიც ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ მიღებული გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებების შედეგია, რაც დამოუკიდებელი სახელმწიფოს, საქართველოს, ტერიტორიების ოკუპაციას გულისხმობს. 

მე ვხედავ, რომ ადამიანები აქ უამრავ შესაძლებლობას არიან მოკლებულნი. ზოგიერთ მათგანს არ აქვს პენსიის მიღების შესაძლებლობა, არ მიეწოდება წყალი. ლიმიტირებული და გართულებულია წვდომა სასკოლო განათლებასთან. ჩემი ბოლო კითხვა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობასთან საუბრისას დავსვი, იყო – "რაზე ოცნებობთ?". იცით, რა პასუხი მივიღე? ისინი საკუთარ სახლებში დაბრუნებაზე ოცნებობენ. სწორედ ესაა ბრძოლის მიზანი, რომ ამ ადამიანების ოცნება ახდეს, რომ მათ საკუთარ სახლებში დაბრუნება შეძლონ. ამისათვის ჩვენ მაქსიმალური ძალისხმევა უნდა გავიღოთ და ეს საკითხი ყველა საერთაშორისო კონფერენციასა თუ მოვლენაზე უნდა წამოვჭრათ, ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ პრობლემა გადაჭრილი ჯერ კიდევ არ არის, რომ ეს ტერიტორიები ჯერ კიდევ ოკუპირებულია და ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, სიტუაციის შესაცვლელად და ამ ადამიანების დასახმარებლად. ეს ჩემი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, [ლიტვა] ყოველთვის აქტიური მხარდამჭერი იყო საგარეო პოლიტიკის ძირეული პრინციპებისა

დღეს, 10 ივნისს, ლიტვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა, სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზს ეწვია, არსებული სიტუაცია შეაფასა და ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

კომენტარები