TikTok

ჯო ბაიდენმა ტრამპის მიერ TikTok-სა და WeChat-ზე დაწესებული აკრძალვები გააუქმა

პრეზიდენტ ჯო ბაიდენმა აღმასრულებელი ბრძანებით პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ჩინურ სოციალურ ქსელებზე, კერძოდ, TikTok-სა და WeChat-ზე დაწესებული აკრძალვები გააუქმა

მიუხედავად ტრამპის ეპოქის აკრძალვების გაუქმებისა, ბაიდენმა ხელი მოაწერა ახალ ბრძანებას, რომელიც სავაჭრო დეპარტამენტს უცხოურ სახელმწიფოებთან დაკავშირებული კომპანიების გამოძიების საშუალებას აძლევს. 

ბაიდენის განმარტებით, ახალი ბრძანება მიზნად ისახავს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისა და მომხმარებლების პირადი ინფორმაციის დაცვას. 

TikTok-ისა და WeChat-ის ე.წ. შავ სიაში მოხვედრის მიზეზი აღნიშნულ კომპანიებსა და ჩინეთის მთავრობას შორის არსებული კავშირები იყო. 

ჩინური კანონმდებლობის თანახმად, სურვილის შემთხვევაში, მთავრობას შეუძლია, ჩინეთში დაფუძნებულ კომპანიას მოსთხოვოს მომხმარებლების პირადი ინფორმაციის სახელმწიფოსთვის გაზიარება. 

ტრამპის ადმინისტრაციის განმარტებით, აღნიშნული კანონი შეუძლებელს ხდის ჩინური კომპანიების მიერ მონაცემების დაცულობის გარანტირებას.

გარდა ამისა, აშშ-ის უსაფრთხოების სამსახურები TikTok-ს ინფორმაციის უნებართვოდ მოპოვებასა და მის ჩინეთის სადაზვერვო სამსახურებთან გაზიარებაში ადანაშაულებდნენ. 
 

კომენტარები