ლაშა შავდათუაშვილი

შავდათუაშვილი: მადლობა გულშემატკივარს, წინ დიდი გეგმები და მიზნები მაქვს

შავდათუაშვილი

ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვებული ლაშა შავდათუაშვილი თბილისში დაბრუნდა და ჟურნალისტებთან გამარჯვების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

ქართველმა სპორტსმენმა ხალხს გულშემატკივრობისთვის მადლობა გადაუხადა.

"ვფიქრობდი, თუ ბოლომდე დავიხარჯებოდი, შედეგიც არ დააყოვნებდა, ფაქტი სახეზეა. მინდა, მადლობა ვუთხრა გულშემატკივარს. მე ბედნიერი ვარ, რომ მაქვს სამივე ტიტული - მსოფლიო ჩემპიონი ვარ, ევროპის ჩემპიონი ვარ და ოლიმპიური ჩემპიონი. წინ არის კიდევ დიდი გეგმები, მიზნები, სადაც ამ ყველაფრისთვის ვიბრძოლებ". – თქვა მან.

8 ივნისს ლაშა შავდათუაშვილმა ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატში გაიმარჯვა. ის გახდა პირველი ძიუდოისტი, რომელსაც ოლიმპიური თამაშების, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატის ოქროს მედალი აქვს მოპოვებული.

კომენტარები