ლაშა შავდათუაშვილი

ლაშა შავდათუაშვილმა სანკტ-პეტერბურგის მსოფლიო მასტერზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

arqivi.net

ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა სანკტ-პეტერბურგის მსოფლიო მასტერზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. შავდათუაშვილი ფინალში იაპონელ მეტოქესთან სოიჭი ჰაშიმოტოსთან დამარცხდა.

გამოცემა Sportall-ის ცნობით, ევროპის და ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი, პირველივე წრეში ბელგიელ ევროპის ჩემპიონს, მსოფლიოს ორგზისა და ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსან დირკ ვან ტიხელტის შეხვდა და იპონით დაამარცხა. მეორე შეხვედრა შავდათუაშვილს მონღოლ ოდბაიარ განბაატართან ჰქონდა, მესამი კი უზბეკ გიოსონ ბობოევთან.

მსოფლიოს მასტერის ფინალური ბლოკი სანკტ-პეტერბურგში 16 დეკემბერს შედგა.

კომენტარები