ქართული ოცნება

ღარიბაშვილი: ბატონმა ბიძინამ ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა, მათ შორის გახარიას ქმედებას

გიორგი გახარია იყო ქვეყნის პრემიერმინისტრი, ბატონი ბიძინა ივანიშვილის მმართველობის დროს იყო ბიზნესომბუდსმენი, შემდეგ დაინიშნა ეკონომიკის, შს მინისტრად, უსაფრთხოების საბჭოს მდივნად. შემდეგ იყო პრემიერმინისტრი და ჩვენ ვიხილეთ უპრეცედენტო ნაბიჯი მისი მხრიდან, როცა ალბათ, მსოფლიო ანალოგი არ მოიპოვება, როცა პრემიერმინისტრი გადადგა იმის გამო, რომ კანონი არ აღსრულებულიყო.

მინდა მარტივი შედარება გავაკეთო, ნებისმიერ ოპერაციას, მას [გიორგი გახარიას], როგორც ყოფილ შს მინისტრს კარგად უნდა ახსოვდეს, თან ახლავს რისკები. ჩვენ ინფორმაცია გვქონდა, რომ იქ არავითარი შეიარაღებული დაპირისპირება არ იგეგმებოდა. იქ იყვნენ ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, როგორც წარმოგიდგენიათ ხელჩართული ბრძოლა ამტყდარიყო.

მოგეხსენებათ, რომ მან ეს გადაწყვეტილება მიიღო, მის ამ ქმედებას დაერქვა სახელი, კრიზისის დროს პრემიერი, როცა გუნდის ლიდერი იყო, მას უნდა აეღო პასუხისმგებლობა [...] უნდა გვესმოდეს, ჩვენ საქმიანობას თან ახლავს პასუხისმგებლობა... ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა სრულყოფილი შეფასება და მან დაარქვა ყველაფერს თავისი სახელი, მათ შორის გახარიას ქმედებას. შესაბამისად, მე დამატებითს ვერაფერს ვიტყვი

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ყოფილ თანაგუნდელსა და პრემიერზე, ამჟამად პარტია საქართველოსთვის ლიდერ გიორგი გახარიაზე.

კომენტარები