კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით 31 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 821 შემთხვევა, დღიური დადებითობა 2.13%-ია

iStock [illustration]

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 31 ადამიანი  გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 38 478 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 821  ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 866 ადამიანი. 

დღიური დადებითობა 2.13%-ია.  

821 ახალი შემთხვევიდან თბილისში 439 დადასტურდა, აჭარაში - 71, იმერეთში - 86, ქვემო ქართლში - 66, შიდა ქართლში - 22, გურიაში - 16, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 60, კახეთში - 31, მცხეთა-მთიანეთში - 15, სამცხე-ჯავახეთში - 8, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 7.

9 ივნისის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 351 249 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 335 895 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 4 982 კი გარდაიცვალა.  

708 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის, თბილისში 326 მკურნალობს, აჭარაში - 88, იმერეთში -140. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 199 პაციენტია, მათგან თბილისში - 132, აჭარაში - 11, იმერეთში - 11. 


23;00 საათიდან 04:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი კვლავ  მოქმედებს.

კომენტარები