პოლიტიკური კრიზისი

თაკო ჩარკვიანი პარლამენტში შევიდა

თაკო ჩარკვიანი
ტაბულა

"ისინი ვინც გვეუბნებოდნენ არ შეხვიდეთ, ახლა გვეუბნებოდა - შედითო" - პარტია კანონი და სამართალის ლიდერი თაკო ჩარკვიანი პარლამენტში შევიდა, თუმცა შარლ მიშელის შეთანხმებას ხელი არ მოაწერა - ამის მიზეზად დაასახელა ამნისტიის კანონი.

"მე ძალიან მყარად ვეთანხმებოდი ბოიკოტს, რომელიც ხელმომწერთა ჯგუფმა, ჩემი აზრით ნაადრევად შევიდნენ, შეცვალეს პოლიტიკური ვითარება. ბოიკოტო განკუთვნილი იყო იმისთვის, რომ ყოფილიყო ერთპარტიული პარლამენტი, რომელიც აღარ არის. შესვლის შემდეგ და მრავალპარტიული გახდა. ახლა უკვე ოპონენტს უფრო აწყობს - შენ იქნები თუ არა, რაოდენ მსხვილი არ უნდა იყოს პარტია, მათთვის მნიშვნელობა აღარ აქვს". - ამბობს თაკო ჩარკვიანი 

თაკო ჩარკვიანმა  სტრატეგია აღმაშენებელს 19 აპრილს დატოვა, ამის მიზეზი იყო შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელის მოწერის საკითხი. ჩარკვიანი აცხადებდა, რომ  ეს დოკუმენტი მისთვის მიუღებელია. 

კომენტარები