კორონავირუსი საქართველოში

მსოფლიო ბანკმა საქართველოს ვაქცინაციის პროგრამისთვის $34.5 მლნ გამოუყო

WB

მსოფლიო ბანკმა საქართველოს ვაქცინაციის პროგრამის გაძლიერების მიზნით 34.5 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის დამატებითი დაფინანსება გამოუყო.

პროგრამის მიზანია:

  1.  საქართველოს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებით უზრუნველყოფა და COVAX პლატფორმასთან უშუალო ურთიერთობაში დახმარება.
  2. COVID-19-ის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებების განმტკიცება.
  3. ლოგისტიკის, ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანიასა და სხვა ღონისძიებების დაგეგმვაში დახმარება

"მსოფლიო ბანკი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი იყო, რომელმაც საქართველოს კრიზისის დაწყებისთანავე აღმოუჩინა მხარდაჭერა COVID-19 -ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის საშუალებით, და ახლა, ამ დამატებითი დაფინანსებით ჩვენ მთავრობას ვაქცინაციის გეგმის რეალიზაციაში დავეხმარებით. პანდემია, უპირველეს ყოვლისა, დიდ ტვირთად დააწვა ქვეყნის ეკონომიკას, მის ხალხს და საწარმოებს, ამდენად, ვაქცინაციის ძლიერი გეგმა გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს საქართველოს სწრაფი და მდგრადი აღდგენისთვის და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ადამიანების სიცოცხლის გადარჩენისთვის". – თქვა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუსმა. 

კომენტარები