ლარის კურსი

ლარმა გამყარება შეწყვიტა – ეროვნული ვალუტა დოლართანაც და ევროსთანაც გაუფასურდა

ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 7 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლართან მიმართებით ლარი 7.78 თეთრით გაუფასურდა და ერთი დოლარის ღირებულება 3.1569 ლარი გახდა.

ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებითაც 10.96 თეთრით გაუფასურდა და ერთი ევროს ღირებულება 3.8372 ლარი გახდა. 

რაც შეეხება თურქულ ლირას და ფუნტს, ლარი ორივე მათგანთანაც გაუფასურდა და შესაბამისად, 1 ლირა 0.3543 ლარი ღირს, ხოლო ფუნტი – 4.3477.

ბოლოს, 4 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 3.0791 ლარი იყო, ევროსი კი – 3.7276 ლარი, რაც 4 სექტემბრის შემდეგ ყველაზე დაბალი კურსი იყო.

2021 წელს ეროვნულმა ბანკმა ლარის გასამყარებლად სავალუტო აუქციონზე 240 მილიონ დოლარზე მეტი გაყიდა, 2020 წელს კი 873 მილიონი დოლარი.

კომენტარები