ქართული ოცნება

წულუკიანი: გახარიას გუნდმა პოლიტიკიდან წასული კაცი აიძულა, განცხადება გაეკეთებინა

ეს იყო აუხსნელი გადაწყვეტილება, ეს იყო მართლაც უვარგისი გადაწყვეტილება, ბევრჯერ ვთქვი და მასაც [გახარიას] ვუთხარი და კიდევ ერთხელ ვამბობ, როდესაც გუნდს ბოლო მომენტში გამოეცლები ხელიდან და ვფიქრობ, რომ პოლიტიკურად ამას საარჩევნო უბანში დავინახავთ, როცა ხმებს დავითვლით.

როდესაც ლიდერობაზე გაქვს პრეტენზია, გუნდი არ უნდა მიატოვო, ეს პოლიტიკაში და ნებისმიერ ბრძოლაში არის ორჯერ ორი – ოთხი. შესაბამისად, ცუდი ალბათ ისაა მისთვის და მძიმე განცხადებაა, ეს ალბათ ყველასთვის ნათელია, ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი განცხადება გახარიას გუნდისთვის, რადგან რეალურად მათ თავიანთი ქმედებებით პოლიტიკიდან წასული ივანიშვილი აიძულეს, გამოსულიყო და განცხადება გაეკეთებინა და ეთქვა, რომ ნუ იყენებთ ჩემ სახელს, გახარია არაა ივანიშვილის პროექტი...

 კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გიორგი გახარიას შესახებ. განცხადება სრულად იხილეთ აქ.

კომენტარები