ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი

მეუფე ნიკოლოზი ომბუდსმენის არშეშვებაზე: მეუფე სპირიდონმა კანონი დაარღვია, იძულებული გახდა

მეუფე სპირიდონმა, რა თქმა უნდა, დაარღვია კანონი [როცა არ შეუშვა სახალხო დამცველი] და, შესაბამისად, როგორც კი არსებობს კანონი, უნდა არსებობდეს ამ კანონის მარეგულირებელი მეორე კანონი. მე მხოლოდ ამას ვამბობ, რომ მეუფე სპირიდონმა დაარღვია ეს კანონი და მე მიმაჩნია, რომ იძულებული გახდა, დაერღვია, მე ასე ვიტყოდი. დაარღვია ნამდვილად, მაგრამ გამოსავალი სად არის? სამართალდამცავებმა უნდა იმოქმედონ ამაზე და კანონის დარღვევაზე დასაჯონ. რატომ არა? 

ამბობს ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი პალიტრანიუსის ეთერში ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას არშეშვებაზე.

კომენტარები