ლარის კურსი

Bloomberg-ის სისტემაში დოლარის ღირებულება 3.14 ლარამდე შემცირდა

Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ერთი დოლარის ღირებულება 3.1360 ლარს შეადგენს. ეს ჯერ არ არის ოფიციალური გაცვლითი კურსი, ამ გამყარების გავლენას კურსზე  საქართველოს ეროვნული ბანკი 17:00-ზე გამოაქვეყნებს. 

2 ივნისისთვის ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 3.2228 ლარია, ევროსი კი – 3.9238 ლარი. აღსანიშნავია, რომ ლარის კურსი, 14 მაისიდან მოყოლებული, მყარდება. 

რაც შეეხება სხვა ვალუტებს, თურქული ლირის კურსი 0.3742 ლარს შეადგენს, ხოლო 1 ბრიტანული ფუნტი 4.5558 ლარი ღირს.

კომენტარები