ნინოწმინდის ბავშვთა სახლი

დეკანოიძე ნინოწმინდაზე: ეს სახლი უნდა დაიხუროს, ყოველი უმოქმედო დღე სახელმწიფოს დანაშაულია

ახლა, სახალხო დამცველი რაზეც საუბრობს პირდაპირ ეთერში დაუჯერებელია.

მონიტორინგი არ კმარა! სასწრაფოდ, სამი სამინიტროს (ჯანდაცვა, განათლება, შსს), სახალხო დამცველისა და ყველა უფლებამოსილი ორგანოს მიერ სახლი უნდა დაიხუროს და ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემო შეიქმნას. ყოველი უმოქმედო დღე სახელმწიფოს დანაშაულია 

ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძე ნინოწმინდის პანსიონში განვითარებულ მოვლენებს Facebook-ზე გამოეხმაურა.

გუშინ, 1-ელ ივნისს ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ პანსიონთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიებები მხოლოდ ძალადობრივ დანაშაულებს არ ეხება  და ასაუბარი უფრო მძიმე დანაშაულებზეც არის. 

დღეს, 2 ივნისს სახალხო დამცველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ  ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით გამოძიება სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზეც არის დაწყებული.

კომენტარები