ლელო

ხაზარაძე: თბილისის მერი არცერთ პარტიას არ უნდა წარმოადგენდეს, უნდა იყოს მეურნე ადამიანი

თბილისს ფუნქცია უნდა დაუბრუნდეს და საერთაშორისო მნიშვნელობის ქალაქად უნდა გადავაქციოთ უამრავი პარამეტრის მიხედვით და ამ თბილისის თავი, ანუ მერი უნდა იყოს არცერთი პარტიის წარმომადგენელი, უნდა იყოს მეურნე ადამიანი, რომელსაც ოპოზიციური სპექტრი დაუდგება გვერდში, ამ პროგრამის განხორციელებაში, რომელსაც ოპოზიციური სპექტრი შეიმუშავებს.

ეს უნდა იყოს მეურნე ადამიანი, დიმიტრი გელოვანი, რატომაც არა და თუ მოვძებნით, ვიპოვით, ან ძალიან დიდი კორპორაციის ხელმძღვანელი, ან უცხოეთში ჩვენი რომელიმე წარმატებული ადამიანი, რომელსაც ვთხოვთ და ვეტყვით, რომ აი, იქ რომ გააკეთე წარმატება, ჩამოდი და ჩვენ დაგიდგებით, არ გვინდა, რომ შენ რომელიმე პარტიის მანდატი ჩაიდო, არა, მოდი გეგმა დავდოთ და ერთხელ პრეცენდენტი მოვახდინოთ და გავაკეთოთ საქმე ისე, როგორც არ ვაკეთებდით 30 წლის განმავლობაში

ლელოს ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ამის შესახებ ტვ პირველის ეთერში ისაუბრა
 

კომენტარები