სატრანსპორტო რეფორმა

კალაძე: წლის ბოლოსთვის არცერთი ყვითელი ავტობუსი და მიკროავტობუსი თბილისში აღარ იმოძრავებს

ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი შემადგენელი და უმთავრესი გახლავთ ის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გავხადოთ ყველაზე კომფორტული, ყველაზე მოწესრიგებული. ასიათასობით მგზავრი გადაჰყავს ტრანსპორტს ყოველდღიურად და შესაბამისად, შეფერხება არ უნდა ჰქონდეს.

ავტობუსების განახლება კარგად მიმდინარეობს. წლის ბოლოსთვის საერთოდ არცერთი ყვითელი ავტობუსი არ იმოძრავებს დედაქალაქში, ეს ეხება როგორც ავტობუსს, ასევე მიკროავტობუსებს. თუმცა, მხოლოდ ავტობუსების ჩანაცვლებით ჩვენ პრობლემას ვერ მოვაგვარებთ, აუცილებლად შესაცვლელია რეფორმის ყველა დეტალი და დარწმუნებული ვარ, რომ ამ მიმართულებით, რომელიც უკვე 30 წელია, პრობლემაა, ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერი მოწესრიგდება და იქნება ისეთ დონეზე, როგორც ყველა განვითარებულ ევროპულ დედაქალაქებშია...

ამბობს თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერი, კახა კალაძე

კომენტარები