რუსეთი

რუსეთში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის აგარაკზე პოლიციამ რეიდი მოაწყო

დმიტრი გუდკოვი
TASS

რუსეთში ყოფილი პარლამენტარისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, დმიტრი გუდკოვის აგარაკზე პოლიციამ რეიდი მოაწყო. უშიშროების ძალებმა გაჩხრიკეს გუდკოვის ყოფილი ასისტენტის, ალექსანდრ სოლოვიოვის და და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი ვენიდიკტოვის სახლები.

"არ ვიცი, რა არის ოფიციალური მიზეზი, მაგრამ რეალური მიზეზი ნათელია". - დაწერა გუდკოვმა Telegram-ში.

გუდკოვუს მამამ, გენადი გუდკოვმა, ყოფილმა პოლიტიკოსმა და ვლადიმირ პუტინის აქტიურმა კრიტიკოსმა Twiter-ზე დაწერა, რომ რუსეთის პოლიციის დანაყოფის, OMON-ის აგარაკზე შეჭრის დროს სახლში ბავშვები იმყოფებოდნენ.

რუსეთის უშიშროების სამსახურების ასევე გახრიკეს გუდკოვის ოფისი და მისი რამდენიმე ოჯახის წევრის სახლები.

დმიტრი და გენადი გუდკოვები რუსეთის დუმის პარლამენტარები იყვნენ. გენადი გუდკოვი 2012 წელს კორუფციაში ბრალდებების გამო, კანონმდებლების მიერ კენჭისყრით, 2012 წელს პარლამენტიდან გარიცხეს. დმიტრი გუდკოვი კი 2013 წელს გარიცხეს პარტიიდან სამართლიანი რუსეთი და 2016 წელს დუმის არჩევნებში მონაწილეობისას პარლამენტში მანდატი ვერ მოიპოვა. მოგვიანებით დმიტრი ლიბერალ დემოკრატიულ პარტია ვაშლს შეუერთდა. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის დაპატიმრების და მისი ორგანიზაციის რეგიონული ოფისების გაუქმების შემდეგ გაძლიერდა წნეხი ოპოზიციურ ძალებზე და მათი დევნა. 

31 მაისს დააკავეს ოპოზიციური მოძრაობის Open Russia-ს ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ანდრეი პივოვაროვი დააკავეს.

ოპოზიციაზე გაძლიერებული წნეხი დაკავშირებულია რუსეთში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან, რომლებიც სექტემბერში ჩატარდება.

კომენტარები