რუსეთი

რუსეთში ოპოზიციური მოძრაობის OPEN RUSSIA-ს ყოფილი დირექტორი დააკავეს

ანდრეი პივოვაროვი
Alexander Miridonov/REUTERS RUSSIA

31 მაისს პეტერბურგში პროდემოკრატიული, ოპოზიციური მოძრაობის Open Russia-ს ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, ანდრეი პივოვაროვი დააკავეს. თავად პივოვაროვი წერს, რომ ის პულკოვის აეროპორტში რეისიდან მოხსნეს. 

ის აღნიშნავს, რომ  თვითმფრინავი უკვე გაფრენისთვის ემზადებოდა, როცა თვითმფრინავი გააჩერეს, ბორტზე პოლიცია და ფედერალური უსაფრთხოების სააგენტო ავიდა და პივოვაროვი დააკავა.

ანდრეი პივოვაროვი "არასასურველ ორგანიზაციის" საქმიანობაში მონაწილეობს მიღების თაობაზე დაკითხვისთვის საგამოძიებო კომიტეტში გადაიყვანეს. ინფორმაციას სამთავრობო მედია TASS-ი ავრცელებს.

პივოვაროვის წერილის თანახმად, ის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის 284.1 მუხლით, არასასურველ ორგანიზაციასთან თანამშრომლობისთვის აღიძრა.

ანდრეი პივოვაროვი Open Russia-ს საქმიანობის შეწყვეტის შესახებ განცხადების გაკეთებიდან რამდენიმე დღეში დააკავეს. 27 მაისს პივოვაროვმა თქვა, რომ Open Russia სრულაიდ წყვეტს საქმიანობას, რათა დაიცვას მომხრეები სისხლის სამართლის დევნისგან. პოლიტიკოსმა გადაწყვეტილება დაუკავშირა "არასასურველ ორგანიზაციებთან" დაკავშირებით მოსალოდნელ ცვლილებებს, რომლებსაც რუსეთის დუმა განიხილავს.

Open Russia კრემლის კრიტიკოსის მიხაილ ხოდორკოვსკისთან არის დაკავშირებული. ხოდორკოვსკიმ პივოვაროვის დაკავება Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებით დაშვებას შეადარა, რაც ბელარუსის ხელისუფლებამ ჟურნალისტის და აქტივისტის, რამან პრატასევიჩის და მისი მეგობარი გოგოს, სოფია საპეგას დაკავებისთვის გამოიყენა.

"კიდევ არსებობს ეჭვი, რომ პუტინი და "ლუკა" (ლუკაშენკო) "წყვილი ფეხსაცმელივით" აირიან? - წერს ხოდორკოვსი Telegram-ში.

"არასასურველ ორგანიზაციებთან" დაკავშირებით 4 მაისს რუსეთის დუმის დეპუტატების ჯგუფმა ორი კანონპროექტი დაარეგისტრირა. პირველი კანონპროექტის მიღების შემთხვევაში რუს მოქალაქეებს და სამართლებრივ დაწესებულებებს მთელ მსოფლიოში "არასასურველი ორგანიზაციების" საქმიანობაში მონაწილეობის მიღება აეკრძალებათ. აქამდე ეს მხოლოდ რუსეთს ეხებოდა. ამავე კანონპროექტის თანახმად, ორგანიზაციას "არასასურველის" სტატუსს მიანიჭებენ იმ შემთხვევაში, თუ ის შავ სიაში მყოფ ჯგუფს ფულის გადარიცხვაში დაეხმარება.

მეორე კანონპროექტის მიღების შემთხვევაში კი, რუსეთში "არასასურველი ორგანიზაციების" საქმიანობაში ჩართვის გამო სისხლისსამართლებრივი სასჯელი მკაცრდება.

კომენტარები