კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით 31 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 233 შემთხვევა, დღიური დადებითობა 3.74%-ია

VERGE

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 31 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 32 930 ტესტი და დადასტურდა 1 233 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 1 002 ადამიანი.  

დღიური დადებითობა 3.74%-ია, ბოლო 7 დღის 2.71%, ბოლო 14 დღის კი 3.3%. 

ინფიცირების 1 233 ახალი შემთხვევიდან თბილისში 676 დადასტურდა, აჭარაში - 102, იმერეთში - 126, ქვემო ქართლში - 66, შიდა ქართლში - 65, გურიაში - 28, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 89, კახეთში - 43, მცხეთა-მთიანეთში - 21, სამცხე-ჯავახეთში - 6, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 11.

1 ივნისის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 345 196 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 328 620 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 4 804 კი გარდაიცვალა.   

802 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის, თბილისში 399 მკურნალობს, აჭარაში - 88, იმერეთში -164. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 220 ადამიანია, მათგან თბილისში - 199, აჭარაში - 16, იმერეთში - 19.


ქვეყანაში 23:00 საათიდან 05:00 საათამდე კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს.

კომენტარები