საქართველოსთვის

გახარია: იმედი პოლიტიკურად მოტივირებული და მართული ტელევიზიაა

დღეს ასევე უთქვამთ, რომ შეხედეთო, რომელი ტელევიზიებიო აპიარებენო და აქედან გავაკეთოთ დასკვნაო, ეს იქნება მიმანიშნებელიო, გახარიაო მიშა სააკაშვილის პროექტი არის თუ არაო და დღეს, აგერ იმედი არ არის. ეს რას აჩვენებს, იცით? ეს ჩემთვის პირდაპირ აჩვენებს, რომ იმედი პოლიტიკურად მოტივირებული და მართული ტელევიზიაა. მაშინ, როდესაც 4 თვის უკან დიდი სიამოვნებით იყო ნებისმიერი კარი იმედის ჩემთვის გაღებული, დღეს არცერთ ღონისძიებაზე არავინ მოსულა, ძალიან გამიკვირდა რუსთავი 2 [ინტერვიუზე] რომ მოვიდა

პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარე, გიორგი გახარია, ჟურნალისტების კითხვებს პასუხობს.

კომენტარები