შალვა ნათელაშვილი

ნათელაშვილი: მივმართავთ ბაიდენს, გაირკვეს, რატომ გაყიდა ტრამპის ადმინისტრაციამ საქართველო

ამჯერად ჩვენ ვამზადებთ მიმართვას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბაიდენზე და შესაბამის სპეციალურ უწყებებზე ჩვენი მოკავშირე ქვეყნისა, რათა გაირკვეს, ტრამპის ადმინისტრაციიდან, რატომ გაიყიდა საქართველო რუსი ოლიგარქის, პუტინის სახელით ივანიშვილის ინტერესებში მის გადასარჩენად, რამაც საფრთხე შეუქმნა არამარტო საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, არამედ ამერიკის სტრატეგიულ ინტერესებს მთელს რეგიონში. ეს საქმე გამოსაძიებელია, გამოსარკვევია და დამნაშავეები დასასჯელია აუცილებლად

ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა პარტიაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა

კომენტარები