პოლიტიკური კრიზისი

კობახიძე ენმ-ზე: ვერ დამიჭერთ, არ გამოვალ, არ შევალ - დასრულდა დაჭერით, გამოსვლით, შესვლით

გუშინ ნაციონალურმა მოძრაობამ შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერის გარეშე პარლამენტში შემოსვლის გადაწყვეტილება მიიღო. ეს გადაწყვეტილება მათი მარცხის საბოლოო გაფორმებაა. ექვსი თვის განმავლობაში ისინი ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტის წინააღმდეგ საბოტაჟს ახორციელებდნენ. იმუქრებოდნენ, პარლამენტში არ შესვლით, თუმცა, საბოლოოდ მოუწიათ უკან დახევა და პოლიტიკური კაპიტულაციის გამოცხადება. ამ პარტიამ ვერც ერთი თავისი პირობა ვერ შეასრულა. ვერ დამიჭერთ, არ გამოვალ, არ შევალ - დასრულდა დაჭერით, გამოსვლით და შესვლით. ამას მარტივი მიზეზი აქვს, საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომლის მხარეს არის სიმართლე და ძალა, რომელიც ფართო საზოგადოებრივ მხარდაჭერას ეფუძნება. შესაბამისად, რადიკალური ოპოზიციის ნებისმიერი მცდელობა, დაუპირისპირდეს დემოკრატიულ სისტემას, მომავალშიც ასეთივე წარუმატებლობისთვისაა განწირული

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე. გუშინ, 30 მაისს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა პარტია ხელს არ აწერს შარლ მიშელის დოკუმენტს

კომენტარები