პოლიტიკური კრიზისი

კობახიძე: ენმ-ს შემოსვლას პარლამენტის ფუნქციონირებისთვის არავითარი ღირებულება არ აქვს

[...] ნათელია, რომ ნაციონალური მოძრაობის პარლამენტში შემოსვლას პარლამენტის ფუნქციონირებისთვის არავითარი ღირებულება არ აქვს. ამ პოლიტიკურ ძალას არ აქვს არავითარი რესურსი, დემოკრატიული სისტემის ფუნქციონირებაში რაიმე დადებითი წვლილი შეიტანოს. იმ პირობებში კი, როდესაც ისინი პარლამენტში შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერის გარეშე შემოდიან, პარლამენტში მათ ყოფნას არავითარი ფორმალური ფასიც კი არ აქვს. მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე უარი ნიშნავს, რომ ეს პარტია კვლავაც არ აღიარებს და პატივს არ სცემს სახელმწიფო ინსტიტუტებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს...

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე. გუშინ, 30 მაისს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა პარტია ხელს არ აწერს შარლ მიშელის დოკუმენტს

კომენტარები