პოლიციელის დღე

გომელაური: ვირუსთან ბრძოლისას განსაკუთრებით გამოიკვეთა პოლიციის როლი და მნიშვნელობა

გასული წლის გაზაფხულიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა დანაყოფისთვის  ახალი გამოწვევებით სავსე  პერიოდი დაიწყო. ათასობით თანამშრომელი 24 საათის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდა  და ამჟამადაც ამ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

ვირუსთან ბრძოლისას განსაკუთრებით გამოიკვეთა პოლიციის როლი და მნიშვნელობა ადამიანთა ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჩვენ მიერ გადადგმული თითოეული ნაბიჯი კარგად ნაფიქრი, გააზრებული და სწორად დაგეგმილი იყო. ამ ვითარებაში პოლიციის მიზანმიმართულ და ეფექტიან მუშაობას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა საზოგადოებრივი წესრიგის, ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვისათვის.

პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, ჩვენ ერთი წუთით არ შევფერხებულვართ კრიმინალთან უკომპრომისო ბრძოლაში. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, სამინისტროს ყველა დეპარტამენტი ეფექტიანად მოქმედებდა

შს მინისტრი ვახტანგ გომელაური პოლიციელის დღეზე სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები