პოლიციელის დღე

ხვალ, თბილისის რამდენიმე ქუჩაზე ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება

RFE/RL

პოლიციელის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებასთან დაკავშირებით, ხვალ, 2 ივნისს, თბილისის რამდენიმე ქუჩაზე ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება.

კერძოდ, დილის 09:00 საათიდან ავტომანქანების გადაადგილება აიკრძალება ნოე რამიშვილის ქუჩაზე, ასევე, კახეთის გზატკეცილზე, ე.წ. ჯავახეთის ხიდებიდან მეტროსადგურ „სამგორამდე". 10:00 საათიდან კი - ჯორჯ ბუშის ქუჩის დასაწყისიდან, კახეთის გზატკეცილზე, ე.წ. ჯავახეთის ხიდებამდე.

ავტომანქანები ამ მონაკვეთზე თბილისის ცენტრიდან აეროპორტისკენ იმოძრავებენ ქეთევან დედოფლისა და მოსკოვის გამზირების გავლით, ჯავახეთის ქუჩით - კახეთის გზატკეცილის მიმართულებით.

ავტომანქანების მოძრაობა 2 ივნისს, ღონისძიების დასრულებისთანავე აღდგება.

კომენტარები