კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: აჭარაში სანაპიროზე ტურისტები უპირბადოდ დადიან გარე სივრცეებში, ეს დაუშვებელია

ის რეკომენდაციები, რაც ქვეყანაში არსებობს, ყველამ უნდა დაიცვას. მაქვს ინფორმაცია, რომ აჭარაში, სანაპიროზე ტურისტები პირბადის გარეშე დადიან გარე სივრცეებში, ეს დაუშვებელია, რადგან ქვეყანაში მიუხედავად იმისა, რომ ეპიდსიტუაცია უმჯობესდება, შემთხვევების ის ოდენობა, რომელიც გვაქვს, მაინც მაღალია. ზაფხულის პერიოდში მობილობის გაზრდით და რეგულაციების არდაცვის საფუძველზე შესაძლებელია, იყოს შემთხვევების ზრდის რისკი

თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ პირველ არხთან საუბარში.

კომენტარები