კორონავირუსი საქართველოში

COVID 19-ით კიდევ 12 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 986 შემთხვევა, დღიური დადებითობა 2.28%-ია

partner.sciencenorway.no

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 12 ადამიანი გარდაიცვალა. გასულ 24 საათში ჩატარდა 43 286 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 986 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 590 პაციენტი. 

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.28%-ია, ბოლო 14 დღის - 3.53%, ხოლო გასული 7 დღის - 2.97%.

ინფიცირების 986 ახალი შემთხვევიდან თბილისში 535 გამოვლინდა, აჭარაში - 82, იმერეთში - 76, ქვემო ქართლში - 46, შიდა ქართლში - 26, გურიაში - 14, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 100, კახეთში - 51, მცხეთა-მთიანეთში - 38, სამცხე-ჯავახეთში - 12, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 6.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 099, საიდანაც 3 826 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, 693 - Covid-სასტუმროებში, ხოლო 8 580 ბინაზე.

მძიმე პაციენტია 887 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 222 პაციენტი.

29 მაისის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 342 880 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 325 016 გამოჯანმრთელდა, 4 739 კი გარდაიცვალა.

კომენტარები