ლარის კურსი

2021 წელს რეკორდულად გამყარების შემდეგ, ლარი დოლართან გაუფასურდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 28 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლართან მიმართებით ლარი 1.44 თეთრით გაუფასურდა და ერთი დოლარის ღირებულება 3.2779 ლარი გახდა. გუშინდელი ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან 2021 წელს რეკორდულად გამყარდა და ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 3.2635 ლარი იყო.

ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებითაც 0.98 თეთრით გაუფასურდა და ერთი ევროს ღირებულება 3.9922 ლარი გახდა. 

2021 წელს ეროვნულმა ბანკმა ლარის გასამყარებლად სავალუტო აუქციონზე 240 მილიონ დოლარზე მეტი გაყიდა, 2020 წელს კი 873 მილიონი დოლარი.

კომენტარები