კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე: ინდური შტამი მეტად აინფიცირებს ახალგაზრდებს, შესაძლოა მიმდინარეობდეს უფრო მძიმედ

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ ინდური შტამი უფრო მარტივად ვრცელდება ახალგაზრდებში და, შესაძლოა, უფრო მძიმედაც მიმდინარეობდეს.

"ინდური შტამი, შესაძლოა, უფრო სწრაფად ვრცელდებოდეს, ვიდრე ბრიტანული. ის უფრო გადამდებია, ვიდრე ბრიტანული და, რა თქმა უნდა, უფრო გადამდები, ვიდრე სტანდარტული ჩინურ- ევროპული. ის, ასევე, უფრო აზიანებს, უფრო შეუძლია მან დააინფიციროს ახალგაზრდა და ბავშვთა ასაკის პირები. კლინიკური დაკვირვების საფუძველზე ექსპერტების ნაწილი ამბობს, რომ, დიახ, ინდური შტამი, შესაძლოა, მიმდინარეობდეს უფრო მძიმედ, ვიდრე სტანდარტული ჩინურ-ევროპული შტამი, ამიტომ საჭიროა მეტი სიფრთხილე".

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამი გამოვლინდა. დაინფიცირდა 5 ადამიანი, აქედან 2 საქართველოს მოქალაქეა.

კომენტარები