ივანიშვილი

ღარიბაშვილი: არ შემიძლია, არ აღვნიშნო ივანიშვილის დამსახურება, უდიდესი როლი შეასრულა

მე არ შემიძლია, არ აღვნიშნო ბატონი ბიძინა ივანიშვილის როლი და დამსახურება, რომელიც ასევე იყო დიასპორის წარმომადგენელი, ასევე იყო ემიგრაციაში მრავალი წლის განმავლობაში და შემდეგ, ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ იგი დაბრუნდა სულ რაღაც 20 წლის წინ საქართველოში და უდიდესი წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. ეს კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს ძალიან დიდი გულისხმიერებითა და ძალიან დიდი გულწრფელობით

თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ონლაინ ფორუმზე -ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის.

კომენტარები