ივანიშვილი

პრემიერი მადლობას იხდის: 130$ თავისსავე ქვეყანაში ღირს გაზი, 145$-ად ვყიდულობთ ჩვენ

გაზის ტარიფებთან დაკავშირებით პრემიერი ივანიშვილი რეზერვების საქართველოში მოძებნას აპირებს. პრემიერმა განცხადება აზერბაიჯანში ვიზიტის დროს, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა:

"130 დოლარად თავისსავე ქვეყანაში იყიდება გაზი, 145 დოლარად ვყიდულობთ ჩვენ, რისთვისაც, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გადავუხდი. მე როდესაც ოპოზიციაში ვიყავი, მაშინაც გამოვთქვამდი მადლობებს ამ მხრივ აზერბაიჯანის სახელმწიფოს მიმართ. გაზის ტარიფებთან დაკავშირებით უნდა მოვძებნოთ რეზერვები შიგნით. არსებობს რეზერვები, შეიძლება არც ძალიან დიდი, მაგრამ შიგნითვე უნდა განვაგრძოთ ძიება რეზერვების", - აღნიშნა ივანიშვილმა. ივანიშვილი ამბობს, რომ აქედან გამომდინარე, მან ტარიფების დაკლებასთან დაკავშირებით შეკითხვები აღარ დასვა.

 

კომენტარები