გაზის ტარიფი

"ერთადერთი გამოსავალი საგადასახადო წნეხის შემცირებაა" – დამენია გაზის ტარიფის გაძვირებაზე

ლაშა დამენია
ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს წევრი, ლაშა დამენია გაზის ტარიფის გაძვირების მიზეზად ქართული ოცნების მიერ დაშვებულ შემდეგ შეცდომებს ასახელებს: 

1) ქართულმა ოცნებამ გააუქმა კონტრაქტის ის პირობები სომხეთში ტრანზიტთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც საქართველოს რჩებოდა გატარებული გაზის 10%-ი.

 "როდესაც თანხის შემოდინებით მოხდა, კომერციულად დაზარალდა საქართველოს მხარე, მითუმეტეს მაშინ, როდესაც დადგენილია ის მცირე ფასი, რომელზეც გაფორმდა ხელშეკრულება. დღეს ამ მომატებულ ფასს ვეღარ ვიღებთ, ამიტომ ეს მნიშვნელოვანი შეცდომა იყო ქართული ოცნების მხრიდან. ეს თანხა, რომელიც უკვე ტენდერების სახით ილექება  კონკრეტულად ქართული ოცნების ხელმძღვანელების ჯიბეებში, დღეს უკვე საქართველოს უწევს ამ 8-თეთრიანი სხვაობის საკუთარი ჯიბიდან გადახდა". - ამბობს დამენია.

2) ფაქტობრივად არარსებული პოლიტიკა არც მონეტარულ და არც ეკონომიკურ საკითხებში

"ერთადერთი სწორი გამოსავალი, როდესაც არის ასეთი ინფლაცია ფასებში და ლარის კურსის ასეთი ვარდნა, უკვე ორი წელია, ევროპული საქართველო სთავაზობს  ქართულ ოცნებას, რომ შემცირდეს საგადასახადო წნეხი დღევანდელ არსებულ პირობებში და ამით ფასების დარეგულირებას მივაღწიოთ. ქართული ოცნება, ორი წელია, ჯიუტად არ ასრულებს ევროპული საქართველოს გზავნილებს". -ამბობს დამენია.


1-ელი ივნისიდან ბუნებრივი აირის ტარიფი კომპანია თბილისი ენერჯის მომხმარებლებისთვის 7.8 თეთრით გაძვირდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება სემეკმა გუშინ, 27 მაისს მიიღო.

ტარიფის ზრდა კომპანიის მოთხოვნას უკავშირდება. როგორც თბილისი ენერჯის განცხადებაში წერია, კომპანიამ წელიწად-ნახევარში 25 მილიონზე მეტი იზარალა, რადგან ვალუტის კურსის გამო, კომპანია გაზს 34 თეთრად ყიდულობს, ხოლო სემეკის დადგენილებით, 26 თეთრად ყიდის. 

აქამდე თბილისის მოსახლეობისთვის ერთი კუბური მეტრი გაზის ტარიფი 46.1 თეთრი იყო, 1-ელი ივნისიდან კი ტარიფი 54 თეთრამდე იქნება.

კომენტარები