კორონავირუსი საქართველოში

Covid 19-ით კიდევ 28 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 056 შემთხვევა, დღიური დადებითობა 2.71%-ია

iStock [illustration]

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 28 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 38 921 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 1 056 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 1 071 პაციენტი. 

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 2.71%, ბოლო 14 დღის - 3.68%, ბოლო 7 დღის - 3.22%.

ინფიცირების 1 056 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 569 შემთხვევა, აჭარა - 102, იმერეთი - 103, ქვემო ქართლი - 58, შიდა ქართლი - 40, გურია - 14, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 84, კახეთი - 39, მცხეთა-მთიანეთი - 24, სამცხე-ჯავახეთი - 16, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 715, საიდანაც მძიმე პაციენტია 913 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 219 პაციენტი.

28 მაისის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 341 894 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 324 426 გამოჯანმრთელდა, 4 727 კი გარდაიცვალა.

კომენტარები