სამომხმარებლო ტარიფები

ნარმანია: ტარიფი, შესაძლოა, კიდევ 2 კომპანიის მომხმარებლებს გაუძვირდეთ

სხვადასხვა კომპანიებს სხვადასხვა დროს დავუდგინეთ ტარიფი და უმეტესობა მათგანი, შედარებით, ახალდადგენილია, აქედან გამომდინარე, მათთან ვალუტის კურსი უფრო მაღალია ჩადებული, კერძოდ, იმ პერიოდისთვის, როცა მათი ტარიფის დადგენა მოხდა. მაგალითად, სოკარს ჩვენ ტარიფი 2015 წლის ზაფხულში დავუდგინეთ, ასევე სხვა პატარა კომპანიებსაც. ამ ეტაპზე 2 განაცხადია, რომელიც ჩვენ გვაქვს, ესაა ვარკეთილ აირი და ენერგოკავშირი, ორივე თბილისში მოქმედი კომპანიაა, ოღონდ შედარებით პატარა არეალებით, ესაა ვარკეთილი, გლდანის ერთი ნაწილი და მუხიანი, სადაც ჩვენ მათი სამომხმარებლო ტარიფებიც ადრე დავადგინეთ, მართალია, ისინი მცირე კომპანიები არიან, ვიდრე თბილისი ენერჯი, მაგრამ მათზეც კურსი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, ამიტომაც ჩვენ შემდგომი 1 თვის განმავლობაში ამ კომპანიების სამომხმარებლო ტარიფსაც გადავხედოთ

სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია.

კომენტარები