დავით კაჭარავა

კაჭარავა ლევან ვასაძეზე: გამოცდილი, წარმატებული ბიზნესმენია, ვაფასებ, როგორც ადამიანს

არ მინახავს და არც გამიგია მათი [ლევან ვასაძისა და ალექსანდრ დუგინის] შეხვედრის შესახებ. საერთოდ არც ვიცი, დუგინი თუ არის კრემლის მთავარი იდეოლოგი, მაგრამ ვასაძეს ბევრი კონტაქტი ჰყავს რუსეთში, ის მოღვაწეობდა რუსეთში და მას უნდა ჰკითხოთ, რა სახის შეხვედრა ჰქონდათ. 

ვასაძე არის გამოცდილი ადამიანი, ცხოვრებაში ბევრი რამ გაუვლია, წარმატებული ბიზნესმენი, მას პირადადაც ვიცნობ, ჩვენ არ გვისაუბრია მის პოლიტიკურ შეხედულებებზე. როგორც ადამიანს, ვაფასებ და პატივს ვცემ, მაგრამ მის პოლიტიკურ შეხედულებებს არ ვიცნობ. 

ასეთ პასუხს სცემს ქართული ოცნების დეპუტატი დავით კაჭარავა მთავარი არხის ჟურნალისტის კითხვას, რამდენად მისაღებია მისთვის  ვასაძისა და დუგინის შეხვედრა. 

პუტინისტი ბიზნესმენი, ლევან ვასაძე, რომელმაც უკვე პოლიტიკური მოძრაობაც ჩამოაყალიბა, 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს რუსეთში შეხვდა. როგორც მთავარი არხის მიერ გავრცელებული ვიდეოდან ჩანს, ლევან ვასაძე მოსკოვში თავის დიდი ხნის მეგობარს, კრემლის იდეოლოგს, ალექსანდრ დუგინს შეხვდა

კომენტარები