აცრა აშშ-ში

ბაიდენი: აშშ-ს ზრდასრული მოსახლეობის ნახევარი სრულიად აცრილია

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-ს ზრდასრული მოსახლეობის ნახევარი უკვე სრულიად აცრილია. 

"ეს დიდი საქმეა, ხალხო". – წერს ბაიდენი. 

აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, სულ მცირე, ერთი დოზა 158 მილიონზე მეტმა ადამიანმა (ზრდასრული მოსახლეობის 61.6%) გაიკეთა, აქედან 129 მილიონზე მეტი უკვე სრულიად აცრილია.

აშშ-ს მოსახლეობის 39.5%, 131 მილიონზე მეტი ადამიანი უკვე სრულიად აცრილია, 49.5%-ს, 164 მილიონზე მეტს კი ვაქცინის ერთი დოზა მაინც აქვს გაკეთებული.

67 მილიონზე მეტმა ადამიანმა Pfizer-ის ვაქცინა გაიკეთა, 53 მილიონზე მეტმა - Moderna-ს, ხოლო 10 მილიონზე მეტმა - J&J-ის ვაქცინა.

კომენტარები