აცრა აშშ-ში

ბაიდენი: Uber-ი და Lyft-ი აშშ-ში აცრის ადგილებამდე უფასო მგზავრობას შემოგთავაზებთ

აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, 24 მაისიდან კომპანიები Uber-ი და Lyft-ი აშშ-ში უფასო მომსახურებას შესთავაზებენ იმ პირებს, რომლებსაც აცრის ადგილას სურთ წასვლა.

ბაიდენის ადმინისტრაციას ქვეყანაში COVID-19-ს საწინააღმდეგო აცრის წახალისება სურს. 

მისი სურვილია, 4 ივლისისთვის ზრდასრულების 70% აცრილი იყოს, რათა უსაფრთხოდ გახსნან ქვეყანა დამოუკიდებლობის დღეს მცირერიცხოვანი შეკრებებისთვის. ამ დროისთვის, მოსახლეობის 46.2%-ს ვაქცინის ერთი დოზა მაინც აქვს გაკეთებული. 

თეთრი სახლის განცხადებით, აცრის ადგილები მოეწყობა ასევე კოლეჯებში. ბაიდენი  განიხილავს ფედერალური საგანგებო სიტუაციების მენეჯმენტის სააგენტოს წარმომადგენლების გაგზავნას ქვეყნის მასშტაბით, რათა ადამიანები ვაქცინის გასაკეთებლად წაახალისონ.

კომენტარები