აცრა პოლონეთში

პოლონეთში აცრის წასახალისებლად მილიონიან ლატარიას გაათამაშებენ

პოლონეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის წასახალისებლად 1 მილიონ ზლოტს ($273,000) გაათამაშებენ. ამის შესახებ ქვეყნის იმუნიზაციის პროგრამის ხელმძღვანელმა განაცხადა

მართალია, გამოკითხვის თანახმად, პოლონელების 69%-ს აცრა უნდა, თუმცა პოლონეთის კანცელარიის ხელმძღვანელის, მიხალ დვორჩიკის, თქმით, უდიდესი გამოწვევა არის დარწმუნდნენ, რომ ისინი ნამდვილად აიცრებიან

"ჩვენ კიდევ ერთ სარეკლამო კამპანიას ვატარებთ... ჩვენ ჩავრთეთ სპორტსმენები, მსახიობები, გავლენიანი ცნობილი პირები. ამასთან ერთად კი დამატებით შემოთავაზებას ვამატებთ". – თქვა მან. 

ლატარიას მართავენ სახელმწიფო კომპანიები და ლატარიის ოპერატორი Totalizator Sportowy.

ლატარიაში მონაწილე ყოველი მე-2000 ადამიანი 500 ზლოტს მოიგებს, ორი მონაწილე კი – 1 000 000 ზლოტს და ჰიბრიდულ ავტომობილს. 

ამასთან ერთად, მუნიციპალიტეტები შეეჯიბრებიან ერთმანეთს - პირველ 500 მუნიციპალიტეტში, სადაც ყველაზე მაღალი აცრის მაჩვენებელი იქნება და 75%-იანი აცრის მაჩვენებელს მიაღწევენ, 100 000 ზლოტს გადასცემენ.

კომენტარები