ლარის კურსი

ლარი გამყარდა – დოლარის ღირებულება 3.3 ლარს ჩამოსცდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 25 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლართან მიმართებით ლარი 1.33 თეთრით გამყარდა და ერთი დოლარის ღირებულება 3.2993 ლარი გახდა. მიმდინარე წლის თებერვლის შემდეგ დოლარის ღირებულება 3.3 ლარზე მაღალი იყო.

ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებითაც 0.53 თეთრით გამყარდა და ერთი ევროს ღირებულება 4.0420 ლარი გახდა. 

2021 წელს ეროვნულმა ბანკმა ლარის გასამყარებლად სავალუტო აუქციონზე 240 მილიონ დოლარზე მეტი გაყიდა, 2020 წელს კი 873 მილიონი დოლარი.

კომენტარები