ვალუტის კურსი

ლარმა გამყარება შეწყვიტა – აშშ დოლარი 0.7 თეთრით გაძვირდა

24 მაისისათვის ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 3.3126 ლარია, ევროსი კი – 4.0473 ლარი.

ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. 24 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი 0.7 თეთრით გამყარდა და 3.3126 ლარი შეადგინა – კურსი, რომელიც დღემდე მოქმედებდა, 3.3056 ლარი იყო. აღსანიშნავია, რომ ლარის კურსი 14 მაისიდან მოყოლებული მყარდებოდა, პიკს კი 21 მაისს მიაღწია, როცა 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.3056 ლარამდე დაეცა.

გამყარდა ევროც, რომლის ოფიციალური გაცვლითი კურსი 24 მაისისთვის 4.0473 ლარია, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 4.0414 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევრო ლარის მიმართ 0.59 თეთრით გამყარდა.

რაც შეეხება სხვა ვალუტებს, თურქული ლირის კურსი 0.3947 ლარს შეადგენს, ხოლო 1 ბრიტანული ფუნტი 4.6820 ლარი ღირს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 25 მაისიდან შევა.

კომენტარები