გერმანია

გერმანია COVAX პლატფორმას დამატებით €100 მილიონით ეხმარება

ანგელა მერკელი
Axios

გერმანია გლობალურ ინიციატივა COVAX პლატფორმას დამატებით 100 მილიონი ევროთი ეხმარება. ამას გარდა, გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის თქმით, გერმანია ღარიბ ქვეყნებს 30 მილიონამდე ვაქცინის დოზას აჩუქებს. 

მერკელმა ევროკავშირის ქვეყნებს დაჟინებით მოუწოდა, რომ გერმანიის მაგალითს მიჰყვნენ და ზედმეტი ვაქცინა გაუგზავნონ ქვეყნებს, რომლებსაც ვაქცინა აკლიათ. 

"ჩვენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის როლის გაძლიერება გვსურს". - თქვა ანგელა მერკელმა.

გერმანიაში მოსახლეობის 40%-ზე მეტი, 33 მილიონზე მეტი ადამიანი, სულ მცირე, ერთი დოზითაა აცრილი.

კომენტარები