პოლიტიკური კრიზისი

დეგნანი და ჰარცელი 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებისას დაზარალებულ აქტივისტებს პასუხობენ

საქართველოში აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებისას დაზარალებულ აქტივისტებს 14 მაისის წერილს პასუხობენ. წერილს უცვლელად გთავაზობთ:

"მადლობა 14 მაისის ღია წერილისთვის. როგორც საქართველოს პარტნიორები ვმუშაობდით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბებული ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისის დასრულებაზე. 19 აპრილის შეთანხმება იყო რთული მოლაპარაკებების შედეგი და წარმოაჩენს პოლიტიკურ პარტიებს შორის შეუპოვრობით მიღწეულ კონსენსუსს. ჩვენი გვაქვს იმედი და ნდობა, რომ ამ შეთანხმებით საქართველო შეძლებს გადადგას ნაბიჯი ფუნქციონალური პარლამენტის აღდგენისთვის, რომელიც იქნება იმ ფართო რეფორმების გატარების ერთგული, რომლებიც გააღრმავებს საქართველოს დემოკრატიას.

19 აპრილის შეთანხმება იყო კომპრომისი, რომლამდე მიღწევაც მოხდა გამოწვევებით სავსე მედიაციის პროცესის შედეგად. პირველი პუნქტით შეთანხმებაში გაწერილია მზაობა გადაწყდეს აღქმული პოლიტიზებული მართლმსაჯულების შემთხვევები. ამის გათვალისწინებით, პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ პარტიებზეა დამოკიდებული ამ ვალდებულებების ზუსტი მოდალობების განსაზღვრა, მათ შორის ამნისტიის კანონისა, რომელიც შეთანხმების მიზნებს ითვალისწინებს და პატივს სცემს საქართველოს კანონმდებლობას, ადამიანის უფლებების ევროპულ კონვენციას და სხვა შესაბამის საერთაშორისო კონვენციებს, რომელთა წევრი საქართველოცაა.

შეთანხმებაში აღნიშნული ამნისტიის კანონი უკავშირდება მტკივნეულ ეპიზოდს საქართველოს ისტორიაში, რომელიც მტკივნეულია არამხოლოდ 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენების მსხვერპლთათვის, არამედ იმის გამოც, თუ რა გამოწვევების წინაშე დააყენა ამ მოვლენებმა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტები. ასეთ პოლარიზებული გარემოში საჭიროა ინკლუზიური პროცესი პარლამენტში, რათა მოხდეს იმ რეფორმების ხელშეწყობა, რომლებიც თავიდან აირიდებს ასეთი ტრაგიკული მოვლენების განმეორებას და მოიტანს უფრო დიდი გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას. 

შეთანხმების დადების შემდეგ, ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარალიზების გამომწვევი პოლიტიკური კრიზისის დასრულების ინტერესით, ყველა დაინტერესებულმა მხარემ მისი წარმატებით შესრულება უზრუნველყოს. ეს საშუალებას მისცემს ყველა მხარეს იმუშაოს საქართველოს დემოკრატიული კონსოლიდაციის განმტკიცებისა და გაძლიერებული დემოკრატიული ინსტიტუტების მეშვეობით სამართლიანობისა და ანგარიშვალდებულების მისაღწევად".

დოკუმენტს ხელს აწერენ საქართველოში აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანი, საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი.

წერილის ადრესატები არიან:

  • მაკო გომური
  • ირაკლი ფავლენიშვილი 
  • კობა ლეთოდიანი
  • გიორგი სულაშვილი 
  • ირაკლი ხვადაგიანი
  • ვახტანგ ბერიკაშვილი 
  • გელა ჭიღლაძე
  • ზაზა მღებრიშვილი 
  • გიორგი ბულისკერია
  • ლუკა პეტრიაშვილი 
  • თამარ ბაღაშვილი 
  • დავით შეყილაძე 
  • ბესიკ თამლიანი
  • ვატო გელაშვილი
  • დავით ხვადაგიანი
  • დემეტრე ნაყოფია 
  • დავით ქურდოვანიძე 

პარლამენტში 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენების ამნისტიის კანონი, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტის ნაწილია, ცალ-ცალკე უკვე დააინიცირა ხელისუფლებამ და ოპოზიციამ. 

ქართული ოცნების ვერსიის თანახმად, გარდა იშვიათი გამონაკლისებისა, ამნისტია შეეხება ყველა იმ პირს, ვინც დანაშაული ჩაიდინა, მოამზადა, მიიღო მონაწილეობა, ან ჰქონდა მცდელობა. ამასთან ერთად, ამნისტია გავრცელდება მათზეც, ვისაც აქვს პირობითი მსჯავრი.

კომენტარები