რუსული აგრესია

უკრაინამ რუსული აგრესიის გამო დაწესებული სანქციები გაახანგრძლივა

ვოლოდიმირ ზელენსკი და ვლადიმირ პუტინი
UNIAN

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, იმ კომპანიებს და პოლიტიკოსებს, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაში არიან ჩართულები, სანქციები გაუხანგრძლივა

ასობით ორგანიზაცია მოიცავს რუსეთის ტელევიზიებს, ახალი ამბების სააგენტოებს, გაზეთებს, საკონსულტაციო კომპანიებს, ონლაინ გადახდის სისტემას WebMoney, პრორუსი სეპარატისტების ლიდერებს. 

მათ უკრაინაში ბიზნესის კეთება, აქტივების გამოყენება ან კაპიტალის უკან წაღება ეკრძალებათ.

2014 წელს რუსეთმა უკრაინის ყირიმის ანექსია მოახდინა. ანექსირებული ყირიმის შემდეგ რუსეთის მხარდაჭერილმა პრორუსმა სეპარატისტებმა აღმოსავლეთ უკრაინაში დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიები დაიკავეს. 2014 წლიდან დღემდე კონფლიქტს 13 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 30 000-ზე მეტი. რუსეთი სამხედრო ძალითა და იარაღით ეხმარება დონბასის სეპარატისტებს.

ბოლო დროს, აღმოსავლეთ უკრაინაში მდგომარეობა მარტის ბოლოს დაიძაბა, როდესაც რუსეთმა უკრაინის საზღვარზე ძალების გაძლიერება დაიწყო. 11 მაისს უკრაინის მხარის განცხადებით, რუსეთს უკრაინის საზღვართან, დაახლოებით, 100 000 ჯარისკაცი კვლავ განლაგებული ჰყავს, დაპირებული უკან დახევის მიუხედავად. 

კომენტარები