ლარის კურსი

ლარი დოლართანაც და ევროსთანაც 4.81 თეთრით გამყარდა

CBW.ge

ეროვნული ვალუტა რამდენიმე დღეა გამყარებას განაგრძობს. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 21 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლართან მიმართებით ლარი 4.81 თეთრით გამყარდა და ერთი დოლარის ღირებულება 3.3056 ლარი გახდა.

ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებითაც 4.81 თეთრით გამყარდა და ერთი ევროს ღირებულება 4.0414 ლარი გახდა. 

2021 წელს ეროვნულმა ბანკმა ლარის გასამყარებლად სავალუტო აუქციონზე 240 მილიონ დოლარზე მეტი გაყიდა, 2020 წელს კი, 873 მილიონი დოლარი.

კომენტარები