პოლიტიკური კრიზისი

კუჭავა: ჩვენ ვცვლით პოლიტიკურ კულტურას საქართველოში

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ საქართველოში ჩვენ ვცვლით პოლიტიკურ კულტურას. 2019 წელს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებები, უპირველესად, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლობის გაძლიერებას ემსახურებოდა. საქართველოში ბოლო 25-26 წლის განმავლობაში პირველად არის ასეთი მრავალპარტიული წარმომადგენლობა პარლამენტში, რომელიც მოიცავს 14 პოლიტიკურ პარტიას, სულ ცხრა პოლიტიკურ ბლოკს და ოპოზიციის ამდენი წარმომადგენელი – 60 პარლამენტარი 150-დან. 2024 წლიდან ჩვენ გადავდივართ სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. ეს, კიდევ ერთხელ, ხაზს უსვამს მმართველი პარტიის მზაობას, გადავიდეს მეტად ევროპული სტილის საპარლამენტო ცხოვრებაზე და ეს გააკეთოს არა მხოლოდ ქაღალდზე, არამედ პრაქტიკაში.

ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა  EURACTIV-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

კომენტარები