ავტომობილების განბაჟება

ავტომობილების განბაჟების ვადა 2021 წლის 31 მაისს იწურება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადების თანახმად, 2019 წელის 1-ელი ოქტომბრიდან 2020 წლის 1-ელ მაისამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვადა 2021 წლის 31 მაისს იწურება. 

31 მაისის ჩათვლით, სატრანსპორტო საშუალების მფლობელი თავისუფლდება საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საურავისგან, თუმცა განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემთხვევაში, ავტომობილის მფლობელი დაჯარიმდება. 

"საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 27 აგვისტოს №254 ბრძანებაში, განხორციელდა ცვლილება, რომლის თანახმად საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან 2020 წლის 1 მაისამდე, პერიოდში შემოყვანილი სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს, განბაჟების ვადა, 2021 წლის 1 მარტის ნაცვლად, 2021 წლის 31 მაისის ჩათვლით გაუხანგრძლივდათ". – წერია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში. 

აღნიშნული ცვლილება დაახლოებით  19 000 ავტოსატრანსპორტო საშუალებას შეეხება.
 

კომენტარები