ავტომობილების განბაჟება

01.10.2019-დან 01.05.2020-მდე შემოყვანილი ტრანსპორტის განბაჟების ვადა 1 ივნისამდე გადაიწევს

GETTY

საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 2019 წლის 1-ლი ოქტომბრიდან 2020 წლის 1-ელ მაისამდე შემოყვანილი სატრანსპორტო საშუალებების განბაჟების ვადა 2021 წლის 1-ელ ივნისამდე გადაიწევს. 

"ეს შეღავათი, დაახლოებით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების 19 000 მფლობელს შეეხება, მნიშვნელოვანია, რომ ამ მდლობელებს ასევე ჩამოეწერებათ საურავები, ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს სექტორის განვითარებას და პოსტპანდემიურ პერიოდში დაეხმარება აღნიშნულ სფეროს, რომ სწრაფად აღდგეს და დაუბრუნდეს იმ მაჩვენებლებს, რომლებიც იყო ბოლო წლებში". - ამბობს ღარიბაშვილი. 

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მანამდე მიღებული გადაწყვეტილებით, განბაჟების ვადა 1-ელ მარტამდე იყო გადავადებული.

კომენტარები